დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკა
პარტიების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/02 10:30:54

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე  2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 26 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭა:

№2 - „პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა (თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!); №4 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი; №6 - „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები; №7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის; №9 - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი; №10 - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია; №11 - „სახალხო ხელისუფლება; №12 - „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები (ივანე წიკლაური); №13 - „ევროპელი დემოკრატები; №14 - „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის; №15 - „მშრომელთა სოციალისტური პარტია; №16 - „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია; №17 - „საქართველო; №18 - „ქართული იდეა;№19 - საარჩევნო ბლოკი თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო; №20 - „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია;№21 - „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;№22 - „მერაბ კოსტავას საზოგადოება”; 23 - საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია”;№24 - „გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო”; №25 - „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”; №26 - „ეროვნული ფორუმი”; №27 - „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”; №28 - „ზვიადის გზა - უფლის სახელით”; №29 - „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია (ედპ)” №30 - „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)”;

 გარდა აღნიშნული სუბიექტებისა, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა ხუთ საარჩევნო სუბიექტს, ესენია: №1 - საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”; №3 - საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”;№5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;№8 - საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”; №41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია