დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
საარჩევნო-საინფორმაციო შეხვედრა ხონში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან
2016/08/17 22:36:00

საარჩევნო-საინფორმაციო შეხვედრა ხონში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან

17 აგვისტოს „საქართველოს რეგიონული მედიის“ ასოციაციის ორგანიზებით,  ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მათი ინფორმირება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციების და  არჩევნების მნიშვნელობის  შესახებ.

 

შეხვედრა ჩატარდა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ და „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის.“

საინფორმაციო შეხვედრაზე ეკომიგრანტებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და როგორია საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი. ხაზი გაესვა როგორც საქართველოს პარლამენტის მნიშვნელობას და როლს ხელისუფლების სხვა შტოებს შორის, ისე მის კონკრეტულ უფლებამოსილებებს. ასევე, ამომრჩევლები გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს და არჩევნების ძირითად პრინციპებს.

გარდა ამისა, საინფორმაციო შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების და სიახლეების თაობაზე, წინასაარჩევნო კამპანიაზე და კენჭისყრის დღის პროცეუდრებზე.

როგორც პროექტის იურისტმა აღნიშნა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრების მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწოდოს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს არა მარტო მათ გააქტიურებას საარჩევნო დღისათვის, არამედ ამომრჩევლის მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია