დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
2016/08/18 22:24:00

18 აგვისტოს ქუთაისში,  „საქართველოს რეგიონული მედიის“ ასოციაციის ორგანიზებით, ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ და „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის.“


საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტის იურისტი პაატა ცნობილაძე ამომრჩევლებს ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და როგორია საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი. ასევე, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო  როგორც საქართველოს პარლამენტის მნიშვნელობას, როლს და უფლებამოსილებებს, ისე საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს ხალხის წინაშე, რათა ამომრჩეველს წარმოდგენა ჰქონდეს, კონკრეტულად რა ფუნქციების მატარებელია მისი არჩეული პირი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.


გარდა ამისა, საინფორმაციო შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა არჩევნების უდიდეს მნიშვნელობაზე და ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპებზე. წინასაარჩევნო კამპანიაზე, კენჭისყრის დღის პროცეუდრებზე, სხვა სამართლებრივ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია არჩევნებთამ. ასევე, ამომრჩეველმა მიიღო ინფორმაცია კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების და სიახლეების თაობაზე.


პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწოდოს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ იურიდიულ, პროცედურულ და სამართლებრივ საკითხებზე,“ – აღნიშნა შეხვედრაზე პროექტის დირექტორმა, მედიასახლ "პოსტსკრიპტუმის" მთავარმა რედაქტორმა, ნატო გუბელაძემ.

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია