საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
,,კითხვა–პასუხი საპარლამენტო არჩევნები 2016“.
რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ
2016/09/01 16:45:09

www.psnews.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას ,,კითხვა–პასუხი საპარლამენტო არჩევნები 2016“. 

ამომრჩეველებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოგვაწოდონ საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ კითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.    რუბრიკა მომზადებულია პროექტის ,,რეგიონული მედია  არჩევნებისთვის“ ფარგლებში.


1.    სექტემბრის ბოლოს ვხდები 18 წლის, მაქვს თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება?

საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.


2.       როგორ გადავამოწმო საკუთარი თავი სიაში?

საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge დაანდროიდისსისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით პირადი ნომრისა და გვარის მითითებით. ამის გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი. სიაში გადამოწმება


3.        რომელი საათიდან, რომელ საათამდე შემიძლია მივიდე უბანზე და მივცე ხმა?

კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდეკენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში აგრეთვე დევნილის მოწმობა) ან პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა;


 

4.     რამდენად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის საარჩევნო უბნები?

შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია

·   მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა;

·   ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის - იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;

·   სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის - არჩევნებში მონაწილეობის პროცედურის შესახებ პოსტერი.

 იმ შემთხვევაში თუ ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლები მომართავენსაარჩევნო ადმინისტრაციას ზოგიერთ უბანზე შესაძლებელი იქნება პორტატული (მოძრავი) პანდუსის განთავსება.


5.    როგორ დგება გადასატანი ყუთის  სია?

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე თუ:  ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;  ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფებაამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება; ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანიამომრჩეველი მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფშირომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული ან კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს; მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;  იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზემაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.


6.    რა დანიშნულება აქვს ჩანაწერთა წიგნს?

საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაცჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. ჩანაწერთა წიგნი არის . . ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.

 

 

7. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია იყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებელი?

– ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება დააკვირდეს არჩევნებს,  ოღონდ მან წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

  

8.   იძულებით გადაადგილებული პირები ირჩევენ მაჟორიტარებს?

დიახ, იმ მაჟორიტარულ ოლქში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის მაჟორტიარულ ოლქში.

 

9.    ჩვეულებრივ ამომრჩეველს, მაქვს თუ არა უფლება დარღვევის დროს დავწერო საჩივარი?

არა საჩივრის დაწერის უფლება აქვს დამკვირვებელს ან პარტიის წარმომადგენელს.


10.  შეიძლება თუ არა ხმის მიცემა მართვის მოწმობით?

არა. ამომრჩეველი  ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირიდევნილიაგრეთვე დევნილის მოწმობას

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია