საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
ცოტნე ზურაბიანმა მარიამობა წყალტუბოში ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა
2016/08/29 17:36:48

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ასამდე ახალგაზრდასთან ერთად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაესწრო.


 „მე მიხარია, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად აღენიშნათ დღევანდელი დღე. რამდენიმე ათეული ადამიანი წყალტუბოს სხვადასხვა სოფლიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. ეს ახალგაზრდები განაპირობებენ წყალტუბოს ხვალინდელ დღეს, ამიტომ მე მათთან ერთად ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს“ – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.


პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყო ლაშქრობა. ლაშქრობის ბოლო წერტილი მდინარე ყუმი იყო, სადაც ახალგაზრდებმა მცირე პერფომანსი გამართეს.


შეგახსენებთ, რომ ტაძარში თვეებია არ ჩატარებულა პარაკლისი, ხოლო ბოლოს წირვა ლოცვა 30-იან წლებში აღევლინა. სტეფანე პირველმოწამის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება. ამჟამად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის რესტავრირება 1 თვის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება.

 

 (R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია