დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
თბილისის პირველი ღია თასი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“
2016/08/27 12:53:05

2016წლის 2-4 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 14 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე, სახელდობრ:  აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ჰოლანდია.

 

საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით: „შარშან ნოემბერში თბილისმა უმასპინძლა მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. ღონისძიების მაღალმა ორგანიზაციულმა დონემ, საზოგადოებრივმა რეზონანსმა და უცხოელი მონაწილეების მაღალმა შეფასებებმა, გვაფიქრებინა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ინტელექტუალური ფესტივალის დაარსება. 2-4 სექტემბერს სწორედ ასეთი ღონისძიება - თბილისის პირველი ღია თასი გაიმართება“.

 

ფესტივალი ჩატარდება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პირადად ქალაქის მერის, დავით ნარმანიას პატრონაჟით.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ღვინო - შუმი

ჩემპიონატის ოფიციალური ბრენდი - სარაჯიშვილი

ჩემპიონატის ოფიციალური წყალი - ბორჯომი

 

პარტნიორები:

. თბილისისმერიისგანათლების, სპორტისადაახალგაზრდულსაქმეთასაქალაქოსამსახური

ტურისტული კომპანია„Captain+”

 

 ფესტივალის თამაშები სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-შიგაიმართება.

 

ღონისძიებაზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს ბევრი უძლიერესი მოაზროვნე. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 25გუნდი დაიცავს, მათ შორის:დავით რაფავას, გიორგი ბაქრაძის, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა, ალექსანდრე თარხან-მოურავისა და სხვა ექვსეულები.დავით რაფავას ექვსეული პირველ ნომრადაა განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია.ფესტივალის გამარჯვებული მოიპოვებს მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს, რომელიც ა.წ. 11-13 ნოემბერს სომხეთში გაიმართება.

 

 

საკუთრივ „რა? სად? როდის?“-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!” და „ხამსა“. კვირას, 4 სექტემბერს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) ნიკო ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია