დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს
2016/08/20 11:36:00

"ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა”,- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


 მთავრობის მეთაურის შეფასებით, "300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს - „ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ წნეხის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში", - განაცხადა პრემიერმა.

 

 გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს.

"მე, მაგალითად, მათ ადგილას, შემრცხვებოდა საკუთარ სიაში იმ გვარების ხილვა, რომლებიც მათ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წინ დაუდებენ ბიულეტენებს, რომელშიც ძალიან ბევრი სამარცხვინო გვარი იქნება. არ მინდოდა ამ კონტექსტში პასუხის გაცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი გვაიძულებენ, ამ კონტექსტში გადავიდეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია