საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა 36 000-მდე ადამიანს სურს
2016/08/21 16:07:29

საოლქო საარჩევნო კომისიებში  საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა.

 

21 804 ვაკანტურ ადგილზე (თითოეულ უბანზე 6 ვაკანსია), საოლქო საარჩევნო კომისიებში 35 956 განაცხადია შესული. სულ შექმნილია 3 634 საუბნო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიებს საუბნო საარჩევნო კომისიების 6 წევრის ასარჩევად ვადა დღეიდან 23 აგვისტოს ჩათვლით აქვთ.


 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საბუთების წარსადგენად ვადა 3-დან 17 აგვისტოს ჩათვლით ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიებში ირჩევენ წევრებს, უფლებამოსილი პარტიები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 29 აგვისტოსი (არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა) წარუდგენენ.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია