დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება
2016/08/21 15:47:44

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს  დანიშნა.


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.


გარდა ამისა, ოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებშ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით  თვითმმართველი თემის  გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.  


არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.


საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და  გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.  


საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია