დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თანამშრომლობის ახალი ეტაპს იწყებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
2016/08/19 01:09:34


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის დარგობრივი შეთანხმება დაიდება. გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის განხილვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების, სამართლებრივი უზრუნველყოფის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტების წარმომადგენლები, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტები და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.



სამუშაო შეხვედრაზე დარგობრივი შეთანხმების პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბაკურაძემ. შეხვედრაზე მხარეთა აზრის, კომპეტენციებისა და გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიის ფორმატში, მუხლობრივად იქნა განხილული პროექტი, რის შემდეგაც ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა საერთო პოზიცია.


დარგობრივი შეთანხმების ძირითადი პრინციპებია: კანონმდებლობის დაცვა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა, ვალდებულების აღების ნებაყოფლობითობა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა. დარგობრივი შეთანხმების პროექტის თანახმად შეთანხმებები და მოლაპარაკებები უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემას, ორმხრივ კეთილსინდისიერებას, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მხარეებს შორის კონფრონტაციასა და დაპირისპირებას. ასევე, შეთანხმების პროექტში ასახულია ყველა ის მიმართულებები, რაც აწესრიგებს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობას, რომელიც 2012 წლიდან აქტიურად ხორციელდება. დარგობრივი შეთანხმება სრულყოფაში მოიყვანს სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას და სოციალურ დიალოგს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომით, სოციალურ–ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიდგომა, გააფორმოს პროფკავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი დოკუმენტი–დარგობრივი შეთანხმება, ნათლად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემას.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია