დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 11 სტენდი ელოდება პარტიების სააგიტაციო პლაკატებს
2016/08/19 00:58:22

საქართველოში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა რომ, წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალუარია პარტიების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსების პრობლემა, რის აღმოსაფხვრელადაც ცეტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე ღონისძიება გაატარა.  გაზეთი P.S დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში.


  2016 წლის 13 ივნისს ქუთაისის მერიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილები. "ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების)  გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის  ტერიტორიაზე არსებულ გარეგანათების ბოძებზე..." ქალაქის მასშტაბით დადგმულია  11 სტენდი, სადაც უნდა განთავსდეს ყველა პარტიის სააგიტაციო პლაკატი.


  გაზეთი  P.S დეტალების დასაზუსტებლად ქუთაისის მერიის პრეს– სამსახურის უფროსს, ეკა მამისეიშვილს, გაესაუბრა.


 – "როდის განთავსდა ქუთაისში პირველად მსგავსი ტიპის სტენდები?"

– "სტენდები სპეციალურად ამ არჩევნებისთვის არ დადგმულა, ისინი რამდენიმე წლის წინ განთავსდა ქალაქში და პარტიები იყენებდნენ მას წინა არჩევნებზეც"

"არის თუ არა ეს სტენდები საკმარისი პარტიების რაოდენობბის გათვალისწინებით?"

–"ვთვლით რომ საკმარისია, ვინაიდან დაემატა მხოლოდ 2 სააგიტაციო ადგილი, ქალაქ ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი და ხარაზოვის ბაღში არსებული შენობა, სტენდების რაოდენობა კი უცვლელი დარჩა. აუცილებლობის შემთხვევაში სტედებსაც დავამატებდით."

"იმ შემთხვევაში თუ დაირღვა სააგიტაციო მასალის განთავსების წესი, რა ზომებს მიმართავს ქუთაისის მერია?"

– "ამ შეთხვევაში პარტიას ჯარიმის სახით დაეკისრება 50 ლარი, წინა არჩევნებზე იყო შემთხვევა, როცა კანონი დაარღვია ერთმა პარტიამ, საქმე გადაეცა სასამართლოს და დაჯარიმდა 50 ლარით."


დაველოდოთ 2016 წლის არჩევნები ამ მხრივ განსხვავებული იქნება თუ არა...

 

 

მეგი კაკაბაძე,

ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია