საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტში
2016/08/19 00:11:06

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი გრიგოლ  ლილუაშვილი მის საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ხონის  მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს.

 

ადგილობრივებთან შეხვედრაზე კანდიდატმა  მოსახლეობას  იმ  წარმატებულ  პროექტებზე  ესაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ  ოთხი წლის განმავლობაში განახორციელა. ჯანდაცვა, განათლება და სოფლის  მეურნეობა - ეს ის დარგებია, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტებია.

 

„მე ვგეგმავ პარლამენტარობას იმისთვის, რომ  ვანსა და ხონში  არსებული პრობლემები  მინიმუმამდე დავიყვანო. თქვენ დღეს საშუალება გეძლევათ, მოუსმინოთ ყველა კანდიდატს, დაუსვათ მათ კითხვები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ. სწორედ  “ქართული  ოცნების” მონაპოვარია ის თავისუფალი საარჩევნო გარემო, რომელიც დღესაა შექმნილი. თითოეული  ჩვენგანის  ვალდებულებაა დავიცვათ ეს თავისუფლება,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა  ხონის  მუნიციპალიტეტში  გამართულ შეხვედრაზე. 

 

შეხვედრის  დასასრულს  კანდიდატმა ყველა ის  პრობლემა მოინიშნა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია