ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებისთვის იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა. ოცამდე პირმა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სატესტო ჩარჩო/ფორმა გამოიყენა, რომელიც მათ ინდივიდუალურად, სხვა პირთა დახმარების გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს.
სიახლე სრულად ერგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული მოდელი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად და საქართველოში უსინათლო პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა.
ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ, კონსულტაციები საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დანერგვის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჩარჩო/ფორმის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მომზადდება და გავრცელდება აუდიო ფორმატშიც.
მართა მარგველანი