საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სარეკლამო ხარჯით ჯერჯერობით პაატა ბურჭულაძის პარტია ლიდერობს
2016/08/11 13:38:48

საპარლამენტო არჩევნებში რეკლამისთვის ჯერჯერობით ყველაზე მეტი თანხა, პაატა ბურჭლაძის პარტიამსახელმწიფო ხალხისთვისდახარჯა.


,,სახელმწიფო ხალხისთვის’’ ხალხამდე ხმის მისაწვდომად სატელევიზიო რეკლამა აირჩია და ამაში 512 009 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამისათვის ხარჯები არ გაუღიათ, თუმცა რეკლამისათვის 345 032 ლარი ,,ქართულმა ოცნებამაც’’ დახარჯა და აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში მეორე ადგილი დაიკავა.


183,382 ლარის დანახარჯით მესამე ადგილზე პატრიოტთა ალიანსია.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ რეკლამისთვის  250 ლარი დახარჯა, ხოლო ლეიბორისტულმა პარტიამ”– 320 ლარი.  რეკლამირებისთვის ხარჯები არ გაუღიათ: ,,თავისუფალ დემოკრატებს“, საქართველოს კონსერვატიულ პარტიას”, “ეროვნულ ფორუმს”, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”, “ახალ მემარჯვენეებს”, “საქართველო მშვიდობისთვისდასაქართველოს ერთიან კომუნისტურ პატიას”.


 

აუდიტის სამსახურის სტატისტიკა 8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. 

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია