საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მედია მონიტორინგის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა
2016/08/10 13:25:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი შუალედური შედეგები  გამოაქვეყნა,  რომელიც 8 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, მონიტორიგი  2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დაკვირვებას მოიცავს. მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.


მონტორინგის შედეგების მიხედვით კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა.


კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა დაიცვანმაუწყებელთა ქცევის კოდექსიდა გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამებში, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე.

 

კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.


 

–        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს  ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია