საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონში გასამარჯვებლად ნაციონალებმა ბუცხრიკიძე მეორე წრეზე გაუშვეს
2016/08/09 18:41:57

დღეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზესტაფონის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა.

 

პარტიის ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ზესტაფონლებს თერჯოლელი ზურაბ ბუცხრიკიძის კანდიდატურა წაუდგინა.

ზურაბ ბუცხრიკიძემ ზესტაფონლების მხარდაჭერის მოპოვება გასულ წელსაც შეეცადა, 2012 წლის პოლიტიკურ ბრძოლაში ის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ დაამარცხა, გასულ წელს ბუცხირიკიძემ არჩევნებზე მისული ზესტაფონელთა თითქმის 30% დაუჭირა მხარი. წელს ბუცხრიკიძეს კონკურენციას ქართული ოცნებიდან ყოფილი ,,ეროვნული ფორუმელი’’ შალვა კიკნაველიძე გაუწევს.

 

 

ზურაბ ბუცხრიკიძე ოთხი მოწვევის პარლამენტარია, 2002-2003 იყო თერჯოლის რაიონის გამგებელი, 2004 წელს- იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია