საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს ციხე სიმაგრეში
2016/07/30 21:23:28

“ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს ციხე სიმაგრეში, ჩრდილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი სიამაყე და ყოველთვის იყო დამცავი საქართველოსი, აქ განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი ცხოვრობს და მე მეამაყება რომ დღეს თქვენთან ვართ“, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა: ”წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. "2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა ვლადიკავკაზის ავტობანის, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ ლარსიდან მცხეთამდე და ალბათ აქ საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის თუ იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა ალბათ უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება აქ. ეს იქნება უმნშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოფლის ერთ ერთი ულამაზესი კუთხე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ რომ კობიდან გუდაურამდე ეს ჩრდილოეთის ფერდობი განვავითაროთ რაც თავისთავად სტეფანწმინდას უკვე გადააქცევს როგორც ზამთრის კურორტს, და ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო რომელიც დღეს არის სტეფანწმინდაში დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან დაინიშნება რეგულარული ტრანსპორტი კობის მიმართულებით საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზე შესაძლებელი იქნება დასვენება და რა თქმა უნდა შემდეგ ისევ დაშვება და სტეფანწმინდაში ღამის გათევა. ამიტომ ყველაფერი ის რასაც ჩვენ გეუბნებით არ არის აბსტრაქტული გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, 2017 წელს ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ გეგმების განხორციელებას, გზის პროექტირება უკვე დაწყებულია, კობის მიმართულებით ვმუშაობთ საფრანგეთის კომპანიებთან რათა მათთან ერთად მოხდეს რესურსის მოზიდვა და ამ საბაგირო ზოლის აშენება. ეს ყველაფერი იქნება უმნიშვნელოვანესი მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა."- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ“, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის მანძილზე საქართველოს დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა. „რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით გაცილებით მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთის კანონის ავტორებს და აღნიშნა, რომ კანონის სამივე ავტორი ამ რეგიონის წარმომადგენელია და ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის რომ ეს კანონი დაწყებულიყო და ბოლოში გასულიყო. ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენას ესწრებოდნენ კახა კალაძე  ირაკლი ტრიპოლსკი მირიან წიკლარი და დიმიტრი ხუნდაძე.

(R)
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია