საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თედო ჯაფარიძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
2016/07/28 17:11:59

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრპეტერ სიიარტოსთან გამართა, რომელიც ამბასადორიალის სტუმრობს. შეხვედრა  უნგრეთის მხარის ინიციატივით გაიმართა. 


თედო ჯაფარიძემ და პეტერ სიიარტომ განიხილეს ორმხრივი  ურთიერთობები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, წინასაარჩევნო ვითარება და ასევე საერთო-ევროპული პროცესები - ევროპის წინაშე არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ტერორისტული საფრთხის გაზრდა და საიმიგრაციო კრიზისი.

 

თედო ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის არჩევნები იქნება კიდევ არა მხოლოდ ტესტი, არამედ დადასტურება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის. არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და გამჭვირვალედ. საქართველო გააგრძელებს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

 

პეტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში და საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის დამყარებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

რუსეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას, თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პროგრესი ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთის) სამხედრო ბაზებად  გადააქცია. თუმცა, ამავე დროს, გააქტიურდა საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები, რუსი ტურისტები ირჩევენ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

 

შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის მინიჭება აუცილებლად გახდება მიმზიდველი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) მოსახლეობისთვისაც.

 

თედო ჯაფარიძემ და პიტერ სიიარტომ განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის საკითხი ენერგეტიკის სექტორში. ასევე რეგიონული პრობლემები - სიტუაცია, მთიანი ყარაბახის ირგვლივ და უკრაინაში. შეხვედრაზე ცალკე განიხილეს თურქეთში არსებული სიტუაცია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეწვია საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

 

შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. კერძოდ, როგორც პეტერ სიიარტომ აღნიშნა, კარგი იქნება თუ საქართველოს მხარდასაჭერად, აქტიურად იქნება გამოყენებული „ვიშეგრადის ოთხეულის" პოტენციალი. ასევე საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას. თედო ჯაფარიძის მხრიდან შეთავაზებულ იქნა, რომ მუშაობა გაძლიერდეს დარგობრივი კომიტეტების დონეზე - საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკა. ეს წინადადება მოწონებულ იქნა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მხრიდან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია