საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი პაპუაშვილის პოზიცია არ არის ნაკარნახევი მისი საკუთარი შინაგანი რწმენით და იმ ინფორმაციით, რომელსაც ის „ავრცელებს“.
2016/07/27 20:35:49

სამწუხაროა, რომ ოთხი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა,-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს მიანიშნებს, რომ დიდი ალბათობით, გიორგი პაპუაშვილის პოზიცია არ არის ნაკარნახევი მისი საკუთარი შინაგანი რწმენით და იმ ინფორმაციით, რომელსაც ის „ავრცელებს“.

 

რაც შეეხება აღნიშნული საქმის გამოძიებისთვის დამატებითი ბერკეტების შექმნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, პროცედურები კანონმდებლობით არის დადგენილი.

 

„ამ პროცედურების, კანონმდებლობის დაცვით დაწყებულია გამოძიება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებითაც. სწორედ ამ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა გაგრძელდეს პროცესები. პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი, რომ დაადგინოს ჭეშმარიტება. სამწუხაროა, რომ შესაბამისი სუბიექტების მხრიდან პროკურატურასთან თანამშრომლობის შესახებ სათანადო მზაობა არ გამოითქმება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია