საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხობში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს
2016/07/26 17:50:03

ხობში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

 

„მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოდერძი ბუკია. ბატონ გოდერძის დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამდე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა, და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი ვისაც სურვილი აქვს აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთან ერთად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 მთავრობის მეთაურმა ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა: "ხობში ჩვენ გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, სპორტული კომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარების და ამისთვის ფინანსური ხელშეწყობის. და რა თქმა უნდა ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების რისთვისაც სხვათაშორის ბატონი გოდერძი მუხლჩაუხრელად ყოველდღე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს."- განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

(R)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია