საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი ჟურნალისტებისთვის NATO-ს საზაფხულო სემინარი გაიმართა
2016/07/23 09:07:34

 ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის NATO-­ შესახებ საზაფხულო   სემინარი გაიმართა, რომელსაც ორგანიზება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინტეგრაცია - გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“. ორდღიან სემინარში მონაწილეობდნენ ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტები, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული მედიიდან.   


სემინარი ჩატარდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.


სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ნატოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. ძირითადი თემატიკა გახლდათ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების  და პარტნიორობის პოლიტიკა, ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და კომუნიკე, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ნატოს სამხედრო მისიები და საქართველოს მონაწილეობა  ალიანსის ოპერაციებში,  ნატოს სტრატეგიული კომუნიკაცია.


სემინარს უძღვებოდნენ  ნატოს  სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები,   ქართველი  და უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც ქართველ ჟურნალისტებთან ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს.


როგორც ლექციების დროს აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქათველოს არ აქვს მიღებული მაპი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა), მას აქვს ყველა ის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გააგრძელოს სვლა ნატოში გაწევრიანების გზაზე და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, როგორც ეს არაერთი სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული. ასევე, დღესაც მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება სხვადასხვა ინიციატივები და პროგრამები, რომლითაც ალიანსი დაეხმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 პაატა ცნობილაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია