დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
13 ივნისის სტიქიის დროს დატბორილი აბრეშუმის მუზეუმის წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია დასრულდა
2016/07/21 16:45:22

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში, ნიდერლანდების დონორი ორგანიზაციისპრინც კლაუსის" ფონდის დახმარებით და თბილისის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით, თბილისის წყალდიდობის დროს 2015 წლის 13 ივნისს დატბორილი აბრეშუმის მუზეუმის წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია განახორციელა.


დღეს  აბრეშუმის მუზეუმში განხორციელებული სამუშაოები მოინახულა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მაკა დვალიშვილმა და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში ჯოს დოუმმა.


1890-92 წლებში აგებული აბეშუმის მუზეუმის წყლის საკომუნიკაციო სისტემა სრულად იყო განადგურებული, რის გამოც მოვარდილმა წყალმა კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ დააყენა შენობის საძირკვლის მდგრადობა დააზიანა მუზეუმის მიწისზედა სათავსოები.


აბრეშუმის მუზეუმის შენობა აგებულია 1890-92 წლებში პოლონური წარმოშობის არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით. შენობა ორსართულიანია და ამ პერიოდის თბილისში გავრცელებული ეკლექტური სტილის საინტერესო ნიმუშია, ფსევდო-მავრიტანული და ფსევდო-გოთურ სტილში გადაწყვეტილი ექსტერიერით.


შენობის კაპიტელები, კარნიზები და სხვა არქიტექტურული დეტალები მორთულია ნაძერწი პეპლებით, აბრეშუმის ჭიებით და თუთის ფოთოლებით რაც ექსპონატებთან ერთად, მუზეუმის მთავარ სანახაობას წარმოადგენს.


ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა დაპრინც კლაუსის" ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოები არის პირველადი გადაუდებელი დახმარება მუზეუმის დაცვისა და გადარჩენისთვის.


 

შეგახსენებთ, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა" პრინც კლაუსის ფონდთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობოთ, ფონდისსასწრაფო რეაგირების პროგრამის" ფარგლებში აღადგინა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლე და განახორციელა მდინარე შაბწყალას მარჯვენა ნაპირას მდებარე XI საუკუნის იკვის წმ. გიორგის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია