დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იცრუა თუ არა მერიის სამსახურის უფროსმა?
2016/07/19 17:49:20

ბაქარ ჭეიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ადგილზე შემოწმების შემდეგ დაადასტურა, რომ ქუთაისში, “ოქროს ჩარდახთან” მშენებლობა შეიძლება. ფაქტმეტრმა გამოარკვია, რომ სამსახურის უფროსის განცხადება მცდარია

 

 

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა, რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში განაცხადა, რომ ქუთაისში “ოქროს ჩარდახთან” დაწყებული კაფე-ბარის მშენებლობა დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. “კი ამბობთ, რომ იქ არავინ იყო ჩამოსული, მაგრამ თვითონ საბუთებში დოკუმენტურად დევს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა და მათი [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს] წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელმაც დაადასტურა, რომ იქ მშენებლობა შეიძლება” – აღნიშნა ჭეიშვილმა.

 

 

ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე შესაბამისი უწყებებიდან თანხმობა მიიღო. თუმცა, რისკების კვლევისა და იდენტიფიცირების მიზნით ადგილზე საკითხის შესწავლა არ მოუთხოვია. მერიამ არ გაითვალისწინა მშენებლობის რისკებთან დაკავშირებული სხვა გარემოებებიც (წყალდიდობის მაგალითი და ა.შ.).

მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისში მშენებლობა გააპროტესტეს და მის საწინააღმდეგოდ 600-მდე ხელმოწერაც შეგროვდა, მერიაში იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ადგილი სპეციალისტებმა შეისწავლეს. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია და ის, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ისტორიული ძეგლის ხედს წამოწყებულმა მშენებლობამ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ადგილზე არავის შეუმოწმებია.

ამდენად, ბაქარ ჭეიშვილის განცხადება არის მცდარი.

 

იხილეთ სრული ვერსია  http://factcheck.ge/article/kulturuli-memkvidreobis-saagentos-tsarmomadgenelma-adgilze-shemotsmebis-shemdeg-daadastura-rom-quthaisshi-oqros-chardakhthan-mshenebloba-sheidzleba/

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია