საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ვაშაძე: ქუთაისი უმუშევრობის დონით საქართველოში პირველ ადგილზეა
2016/07/15 12:34:53

23 ივნისს, ქუთაისში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პოლიტიკური მოძრაობა “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: “ქუთაისი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია, უმუშევრობის დონით კი – პირველი”.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოში დასაქმების მონაცემებს ოფიციალურად სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღრიცხავს. გარდა ამისა, ამ თემაზე ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში. ამ ინფორმაციის თანახმად, უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი საქართველოში 12%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონის მიხედვით იმერეთის რეგიონი მეშვიდეა (8.8%). პირველ ადგილს თბილისი იკავებს (21.4%). საქსტატის განმარტებით, უმუშევრობასთან დაკავშირებულ მონაცემებს თბილისისა და რეგიონების დონეზე ამუშავებენ და აქვეყნებენ, ცალკეული ქალაქების მიხედვით კი ამ მაჩვენებლის დადგენა არ ხდება.

თემასთან დაკავშირებით ფაქტმეტრმა სახოგადოებრივი კვლევების შედეგები მიმოიხილა და დაასკვნა, რომ NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქუთაისელთა 92%-ს მიაჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი სათანადო დასაქმების საშუალებას არ იძლევა. ამ მხრივ, საქართველოს ქალაქებს შორის ქუთაისი გურჯაანთან ერთად პირველ ადგილზე მოხვდა. თუმცა, კვლევაში მოცემულ შეკითხვაზე (თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?) პასუხების მიხედვით, ქუთაისი უმუშევრობის აღქმის მხრივ არა პირველ, არამედ მეექვსე ადგილს იკავებს.

ბუნებრივია, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, უმუშევრობა ქუთაისშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული ფაქტი არ დასტურდება.

 

იხილეთ ვრცლად factcheck.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია