საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დატოვა გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტია?
2016/07/12 17:10:58

არემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:


"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო რესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში."

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია