საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურ პარტიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2016/07/08 11:29:33

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მომზადებული მაჟორიტარული ოლქების ელექტრონული რუკები გადასცა და 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკანონმდებლო საკითხები.

 

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ვისაუბრეთ პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცესზე, დამკვირვებლების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ.  რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ჩვენი ინიციატივით მოვამზადეთ 73-ივე მაჟორიტარული ოლქის ელექტრონული რუკა და გადავეცით თითოეულ პარტიას“,-განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ შეხვედრის ბოლოს.

 

სამუშაო შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან და კომისიის წევრებთან ერთად 20 პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია