დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევების უსასყიდლოდ ჩაუტარებს
2016/07/08 11:12:40

ქუთაისის მერიასა და შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მიმინოშვილმა მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქუთაისის შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს სამედიცინო გამოკვლევების უსასყიდლოდ ჩატარებას, რომელშიც ჩართული იქნება ყველა კატეგორიის ექიმ-სპეციალისტები, ისინი ქუთაისის სკოლის თანამშრომლებს გასინჯვა-გამოკვლევებს ჩაუტარებენ და მიცემენ შესაბამის დანიშნულებას.

 

კვლევები ჩატარდება ყოველ შაბათ დღეს. მემორანდუმის შინაარსი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების ჩატარებისა და დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას.


შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ქუთაისის მერიის შუამდგომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ბაღის და სკოლის თანამშრომლების უფასო გამოკვლევები. ამ დრომდე პროგრამით ისარგებლა 2236-მა ადამიანმა.


ქუთაისის მერმა შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია