საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის ამბები
„8000 მოსავალი“ კახა ჭოტიაშვილის ღვინის საღამოს მასპინძლობდა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/07/05 00:26:43

თბილისში ღვინის მაღაზია-ბარი „8000 მოსავალი“ რამდენიმე თვეა, რაც ახალი კონცეფციით ამოქმედდა და უკვე რამდენიმე საინტერესო სიახლეც დანერგა. ეს ფაქტობრივად, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ღვინის მოყვარულთათვის, სადაც პროფესიონალი სომელიე მუშაობს, გასაყიდი ღვინოების შერჩევა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ბრმა დეგუსტაციით ხდება და ამავდროულად , ქართული ღვინისა და მისი სმის კულტურის პოპულარიზაციისთვის ეწყობა როგორც ღვინის მასტერ-კლასები, ასევე - საავტორო შეხვედრები ქართველ მეღვინეებთან.

ამ კონცეფციის ავტორები  არიან :„8000 მოსავალისდამფუძნებელ დირექტორირაკლი ჩხაიძე, თანადამფუძნებელი გიორგი კვირიკაძე და საკონსულტაციო კომპანიასინერჯი ჯგუფი.


ახლახანს „8000 მოსავალში“ ახალგაზრდა მეღვინეს, კახა ჭოტიაშვილს და მის რჩეულ ღვინოებს უმასპინძლეს.


ბატონი კახას მარანს ტრადიციული სახელი „საწნახელი“ ქვია და მისი ქვევრის ღვინოები დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში. კახა ჭოტიაშვილის „რქაწითელმა“ გასულ წელს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გამართულ "ღვინის მეორე ეროვნულ კონკურსში" გაიმარჯვა, ხოლო საფერავმა "რჩეული ქვევრი" , 2013 წლის მოსავალი, winexpo Georgia 2016 წლის ფესტივალზე სპეციალური ჯილდო, ოქროს ტროფი დაიმსახურა.


კახა ჭოტიაშვილის საღამოზე შეკრებილმა მეგობრებმა, ნაცნობმა თუ უცნობმა ღვინის მოყვარულებმა სასიამოვნო მუსიკის ჰანგების ფონზე რამდენიმე ღვინო დააგემოვნეს: „ხიხვი“, „კახური მწვანე“ და საფერავი „რჩეული ქვევრი“.


კახა ჭოტიაშვილის საავტორო ღვინოების დეგუსტაცია ჩაატარა და საღამო მიჰყავდა  „8000 მოსავალის“ სომელიეს, ზაზა გრიგალაშვილს. მან საინტერესო და სახალისო ვიქტორინაც შესთავაზა სტუმრებს და გამარჯვებულები კახა ჭოტიაშვილის ღვინის ფასდაკლების ბარათებით დააჯილდოვა.


კახა ჭოტიაშვილმა კი, თავის მხრივ, საღამოს მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად ქვევრში ღვინის დაყენების საკითხებს უკავშირდებოდა.


შეხვედრის დასასრულს ასევე გაიმართა მეღვინის მიერ ხელმოწერილი საავტორო საფერავის გათამაშება.


„8000 მოსავალის“ კიდევ ერთი ლამაზი ღვინის საღამო უკვე ამ მაღაზია-ბარის ლამაზი ისტორიის ფურცელია... 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია