ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა (VIDEO)
2016/07/03 13:40:05
ლევან ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში დაბრუნდა. მას სარფში ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.
მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „გამარჯვების დრო დადგა“.
სარფში მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეს ჩასვლას დილიდან ელოდნენ. სარფში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც.
ცნობილია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე, საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.