საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატების საპატივცემულოდ მიღება გაიმართა (VIDEO)
2016/07/02 10:44:24

თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს.


ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის დელეგატების საპატივცემულოდ, დღეს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, მიღება გაიმართა, რომელსაც დელეგატებსა და პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დამსწრეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ 25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ პარლამენტის შენობაში გამოცხადდა და მას შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო თანამეგობრობაში იმკვიდრებს თავს. მისივე თქმით, ეს გზა რთული იყო, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ყველა მეზობელი ქვეყნისთვის ერთნაირად მისაღები არ აღმოჩნდა. თუმცა, როგორც დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სირთულეების დაძლევა ქვეყანამ მეგობრებთან ერთად შეძლო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია