საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტამბოლის აეროპორტში აფეთქების შედეგად ათეულობით დაჭრილი და გარდაცვლილია
2016/06/29 00:04:39

რამდენიმე საათის წინ სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით დასავლურმა მედია გაავრცელ.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული. დაჭრილები საავადმყოფოში ტაქსებით გადაჰყავთ. მიმდინარეობს ევაკუაცია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

 

როიტერისინფორმაციით, „ბევრი ადამიანი დაშავდა“. „სი-ენ-ენ თურქისცნობით კი, აეროპორტში გასროლის ხმები ამ დრომდე ისმის. თვითმხილველების განცხადებ, სროლის ხმა პარკინგის ტერიტორიიდან მოდის.

 

თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქება თვითმკვლელ ტერორისტებს უკავშირდება.

 

ამ დროისთვის აეროპორტი დაკეტილია.როგორც უცხოური მედია წერს, მომხდარი აფეთქებების გამო, რეისების შესრულება შეწყდა. ადგილზე სამართალდამცავი ძალებია მობილიზებული.


 

არაოფიცილური ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მომხდარი ორი აფეთქებიდან სულ მცირე ერთი შესაძლოა, თვითმკვლელი ტერიტორის მიერ იყოს განხორციელებული. ამის შესახებ CNN Turk წერს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია