დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გაიხსნა
2016/06/28 02:56:48


ფესტივალმზე მოესგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.



ფესტივალის სტუმრები ფოლკლორულ ხელოვნებას გაეცნენ, დააგემოვნეს თუშური სამზარეულო და მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში.



ფესტივალის ფარგლებში თუშეთის ეროვნულ პარკში სალაშქრო და საცხენოსნო ტურები მოეწყო.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. 



ფესტივალის მიზანია ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა და თუშეთის ეროვნული პარკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.



ფესტივალზე ჯგუფიბანის“, ეთერ თათარაიძისა დაკესანესკონცერტი და ხრიდოლის აკადემიის შოუ გაიმართა.



მზე მოეჩეხეთის განვითარების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიაზაცია - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით გაიმართა.


ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა. .

ფესტივალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია