დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
SilkTV პულტი თქვენს სმარტფონში
2016/06/22 15:23:19

მომხმარებლის ჩვევას, მხოლოდ ტელევიზორის პულტით მართოს ეთერი, ალტერნატივა გამოუჩნდა. რამდენიმე თვეა  სილქნეტმა,  მეტი კომფორტისთვის    SilkTV პულტის აპლიკაცია დანერგა  სმარტფონებისთვის. ცოტა ხნის წინ კი, ახალი ფუნქცია დაამატა : საძიებო სიტყვით - ნებისმიერი არხის, გადაცემის, ვიდეო კონტენტის პოვნა მობილური მოწყობილობით გახდა შესაძლებელი. 

სატელევიზიო ეთერის მართვა საკუთარი სმარტფონიდან  რეალობად რომ იქცეს,  მომხმარებელმა უფასო აპლიკაცია უნდა გაიაქტიუროს მისთვის სასურველ მოწყობილობაზე:   

  iPhone და iPad  https://itunes.apple.com/us/app/silk-tv-remote/id1077751992?mt=8

Android  სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.silktv.remote

მომხმარებელისთვის  საგანგებოდ შექმნილია ვებ გვერდი remote.silktv.ge. 

აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია  ინტერნეტ წვდომა და Silk TV დეკოდერთან დაკავშირება პინ კოდის მეშვეობით - განყოფილებაში „ჩემი Silk TV“.  ოთხნიშნა პინ კოდის   შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი ტელევიზორის ეკრანზე  ადასტურებს აპლიკაციასთან კავშირს.

სმარტფონის პულტით  შესაძლებელია Silk TV არხებისა და  TV პროგრამის სრული ჩამონათვალის ნახვა, ინტეგრირებული ღილაკით და კლავიატურით სასურველ დროზე გადასვლა, საძიებო სიტყვის მითითებით კი ნებისმიერი გადაცემის მოძიება.  

სილქნეტის სატელევიზიო სერვისი სხვადასხვა ჟანრის 200ზე მეტ სატელევიზიო არხს აერთიანებს.  მათ შორის ექსკლუზიურ კონტენტს - Silkსპორტს, Silkკინოს, Silkქიდს. SilkTV-ით შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამით „საშინაო სკოლა“ უფასოდ სარგებლობა და „ვიდეოთეკაში“ არსებული ფილმების გამოწერა. აპლიკაცია „SilkTV პულტი“ ტვ-პროგრამაში ძებნის პროცესს ბევრად ამარტივებს. 

 

წინ EURO 2016-ის უამრავი საინტერესო შეხვედრაა. სატელევიზიო პულტზე უფრო სწრაფად და კომფორტულად მომხმარებელს სმარტფონის SilkTV პულტი მოემსახურება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია