დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხოსე კარერასის კონცერტს ქუთაისმა უმასპინძლა
2016/06/19 20:50:06

18 ივნისს, Check-in Georgia-ს ფარგლებში ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მსოფლიო დონის ტენორის, ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა. მასთან ერთად რამდენიმე არია ქართველმა სოპრანომ, სალომე ჯიქიამაც შეასრულა. აკომპანიმენტს თბილისის სიმფონიური ორკესტრი უწევდა, დავიდ გიმენეზის დირიჟორობით.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხოსე კარერასის ქუთაისში სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  ღონისძიების ქუთაისში გამართვა მასპინძლებს მიულოცა. კულტურის მინისტრის თქმით, ქუთაისი ნამდვილად "დაჩექინდა" კულტურულ გალერეაზე. „ღონისძიება შედგა! მთავარია  ის, თუ რამდენად კმაყოფილია ხალხი, მათი რეაქციიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დღევანდელმა  ღონისძიებამ გაამართლა",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით: „ხოსე კარერასის კონცერტმა მოლოდინები გაამართლა.ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული კონცერტი, როგორც ფართის განთავსებით, ასევე მოსაწვევების განაწილებით. ჩვენ, საჯარო მოხელეებმა ჩვენი მოსაწვევბი იმ ადამიანებს დავუთმეთ, რომლებიც კულტურის სფეროთი ცხოვრობს და მუსიკის მოყვარულია, თუმცა ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაესწრონ.“

 

ქუთაისის მერმა მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კონცერტის ორგანიზებაში ეხმარებოდნენ.

 

კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

მარიკა ეფრემიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია