დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ჭეიშვილი: "მინდა, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველთვის იზრუნებენ ჩვენზე, იზრუნებენ ადაპტირებულ გარემოზე"...
2016/06/14 19:00:53

დღეს საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის "ინვალიდთა ფედერაციის" ხელმძღვანელი, ბატონი თემურ ჭეიშვილი სპეციალურ მიმართვას, მილოცვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. დღეს 14-ივნისია, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე. მინდა მოვიკითხო, მოვეფერო, მივესალმო საქართველოში მცხოვრებ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, განურჩევლად ერისა, სქესისა და სარწმუნოებისა. მინდა, ყველას ვუსურვო ჯამრთელობა, სიკეთე, სიხარული, ხვავი, ბარაქა, ბედნიერება, სიყვარული და უფლის წყალობა.

მინდა, ვიცხოვროთ გამთლიანებულ, ეკონომიურად ძლიერ, გაბრწყინებულ ქვეყანაში, სადაც ჩვენი უფლებები ღირსეულად იქნება დაცული, ისეთ ქვეყანაში, სადაც შევძლებთ, მივიღოთ ღირსეული განათლება, დასაქმება, ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, არ არსებობდეს არანაირი ბარიერი და გაუცხოება ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ქვეყანა, სადაც ყოველთვის იზრუნებენ ჩვენზე, იზრუნებენ ადაპტირებულ გარემოზე, იზრუნებენ ჯანსაღი წესის განვითარებაზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე."

 

თემურ ჭეიშვილი

"ინვალიდთა ფედერაციის" ხელმძღვანელი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია