საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„გარემო ევროპისათვის“ - მინისტერიალი ბათუმში
2016/06/09 09:50:24

საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვისმე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია -  „ბათუმი 2016“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 

ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის  მაღალი დონის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა მიმართეს.

 

"გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა  დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები  3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

 

კონფერენციის ძირითადი თემებიამწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონშიდაჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებშიმაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

 

პირველადგარემო ევროპისთვისმინისტერიალი 1991 წელსჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, . დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის  სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა  შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია