დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული მეღვინეობის უძველეს ,,მესხურ ტერასებზე“ ვაზის გაშენება იწყება
2016/06/02 14:56:54

4 ივნისს, სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი დაიწყება.


 

მესხეთის უძველესი ტერასების პირველი 12 ჰა უკვე აღდგენილია. ტერასა წარმოადგენს მთის კალთების ხელოვნურად დაბაქნებულ ნაწილს. 2 წლიანი აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რეაბილიტირებულ ტერასებზე მესხური ვაზის 17 უიშვიათესი ჯიშის დარგვა მოხდება, რაც დასაბამს მისცემს ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების გაცოცხლებას და აღორძინებას.

 

მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები არიან მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და გიორგი ნათენაძე, „ვარძიის ტერასებისდირექტორი. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2015 წლის მაისში პირდაპირი შესყიდვის წესით მფლობელობაში გადაეცა შპს. „ვარძიის ტერასებს“.

 

ღონისძიებაზე პროექტის ორგანიზატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილოთან ერთად ტერასებზე ვაზის პირველ ნერგებს ჩაყრიან. ყურძნის პირველ მოსავალს კი მესხური ტერასებიდან სამ წელიწადში ელოდებიან.

 

მესხური ტერასები მდინარე მტკვრის ხეობაში მდებარეობს და მთლიანობაში პროექტი 23 ჰა მიწის ფართობზე გავრცელდება, პროექტის განხორციელებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციაა დაგეგმილი. ტერასების აღდგენით სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა - სოფელ ხიზაბავრის მცხოვრებლები, ოსტატები და ქვის მთლელები, რომლებმაც ტერასები .. მშრალი ქვის წყობით განალაგეს.

 

 

მესხური ტერასები ქართული მეღვინეობის აკვნად მიიჩნევა. აქ ხარობდა მესხური ვაზის უძველესი და უიშვიათესი ჯიშები, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, თუმცა ეს კულტურული ძეგლი ეტაპობრივად ნადგურდებოდა და XVI საუკუნის შემდეგ საერთოდ განადგურდა. მისი აღდენა ორი წელია რაც დაიწყო საგანგებოდ დაფუძნებულმა ორგანიზაციამვარძიის ტერასები“. პროექტის განხორციელებას წინ უსწრებდა ვაზის მესხური ჯიშების შესწავლის პროცესი, რომელსაც კომპანიის დირექტორი გიორგი ნათენაძე წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრთან ერთად სწავლობდა. საქართველოში არსებული 500-ზე მეტი ვენახის ჯიშისგან, 24 მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოხდა.

 

მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში უძველესი ტრადიციის მეღვინეობა-მევენახეობის გაცოცხლება მოხდება. გარდა ამისა, პროექტს უდიდესი კულტურული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ვინაიდან სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. რაბათის ციხე, ხერთვისი, ვარძია, განახლებული ჭაჭკარი და მესხური ტერასები მთლიანობაში ერთ ტურისტულ მარშრუტს ქმნის, რომელიც უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება.

 

ვაზის დარგვის შემდგომ პროექტის ორგანიზატორები წარადგენენ კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც უძველესი სოფლის, ჭაჭკარის (ვარძიის მიმდებარედ) რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი გულისხმობს უნიკალური ისტორიული ძეგლის გაცოცხლებას და მისთვის ტურისტული დატვირთვის მინიჭებას.

 

სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია


სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თიბისი ფონდისა და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივა.


მსოფლიო მნიშვნელობის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის – ვარძიის უკან, კლდის ჩრდილო–აღმოსავლეთით განლაგებული სოფელი ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.


გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება: კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. ღვინო ტიკებით ვარძიაში შეჰქონდათ, სადაც ქვევრებში აყენებდნენ, ჭაჭა კი – სოფელში რჩებოდა. ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელწოდება ჭაჭკარი („ჭაჭის კარი“) სწორედ აქედან მოდის. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, დღემდე შემორჩენილია 4 საუკუნოვანი ვაზიც. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმ. გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ–ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჭაჭკარი უძველესი მეურნეობის მქონე სოფელია.


სოფელს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება #2/360, 9 დეკემბერი, 2015 წ.)

დღეისათვის, სამწუხაროდ, სოფელი თითქმის დაცლილია ადგილობრივი მოსახლეობისგან. დაზიანებულია მატერიალური და თითქმის დაკარგულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.



სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაციის პროექტი არის სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივა. პროექტი ითვალისწინებს აგროტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთობით აღდგეს სოფლის სამეურნეო ფუნქცია და მოხდეს მისი ჩართვა რეგიონის ტურისტულ ქსელში, რაც ადგილობრივებს სოფელში დაბრუნების შესაძლებლობას გაუჩენს და სოფლის მდგრადი განვითარების წინაპირობას შექმნის.


პირველ ეტაპზე, სოფლის პოტენციალის გამოსავლენად, ჩასატარებელია წინასაპროექტო, მულტიდისციპლინარული კვლევა, რომელიც დაადგენს სოფლის კულტურულ, სამეურნეო და ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო მონაცემებს და მათი შერწყმის შესაძლებლობებს. მომავალში, კვლევაზე დაყრდნობით, დამუშავდება კონცეფცია და სოფლის რევიტალიზაციის პროექტი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია