საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
“საქართველოს წლის მოსწავლეთა კომპანია 2016” -ის გამარჯვებული ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა გახდა
2016/06/02 14:14:39

2015-16 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს 226 სკოლაში განხორციელდა მეწარმეობის საფუძვლების პროგრამა  „Junior Archievement Georgia“. ამ პროგრამის ფრაგლებში, ექსკლუზიური უფლების საფუძველზე გამოავლინდასაქართველოს წლის მოსწავლეთა კომპანია 2016”, რომლის დასკვნითი ეტაპი გაიმართა 29 მაისს, თბილისში.


 კონკურსში - “საქართველოს წლის მოსწავლეთა კომპანია 2016” - გაიმარჯვა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის გუნდმა.

გუნდის წევრები არიან XIბ კლასის მოსწავლეები: ნინო პულუზაშვილი, ანა კახიანი, მურად ბარბაქაძე, ომარ გაბუნია (ხელმძღვანელი - ეკონომიკის მასწავლებელი ელიზბარ ბარბაქაძე). მათ შესაძლებლობა აქვთ, 2016 წლის 25-28 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში, ევროპის წლის საუკეთესო კომპანიის გამოსავლენ შეჯიბრებაზე წარმოადგინონ საქართველო.

JA Europe-ის სამეწარმეო განათლების მსგავსი საერთაშორისო კონკურსები იძლევა სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეების, საგანმანათლებლო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების გაცნობის, მათთან დაახლოებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია