დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორი ქართველი ფოტოგრაფი საერთაშორისო კონკურსის,"პლანეტის ბავშვების", გამარჯვებულია!
2016/06/02 11:54:35

საერთაშორისო ფოტოკონკურსის "პლანეტის ბავშები"- ფინალში ორი ქართველი ფოტოგრაფია - მზია ლეკვეიშვილი და ოლიკო ცისკარიშვილი. მათმა ნამუშევრებმა, რომლების ათასობით კონკურსანტისგან შეირჩა, ფოტოსალონის მედალი და დიპლომი დაიმსახურეს.


 გამარჯვებულ ფოტოებს შორის მზია ლეკვეიშვილის ერთი ნამუშევარი მოხვდა. მასზე ფოტოგრაფის 15 წლის ქალიშვილია გამოსახული. ფოტო მედლით დაჯილდოვდა. ოლიკო ცისკარიშვილის ნამუშევრებიდან კი 2 ფოტო  აღმოჩნდა ფინალში. ფოტოგრაფს ორივე ხელვაჩაურში, ე.წ. მუყაოს ქალაქში აქვა გადაღებული, სადაც სოცლიალურად დაუცველები, დევნილები და ეკომიგრანტები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

 

 

 ფოტოკონკურსი "პლანეტის ბავშვები" წელს მეექვსედ გაიმართა. 1 ივნისს კი გრანდიოზული გამოფენა მოეწყო, რომლის ექსპოზიციაშიც კონკურსის საუკეთესო, მათ შორის არაგამარჯვებული ფოტოებიც გამოიფინა. გამოფენაზე კიდევ ორი ქართველი ფოტოგრაფის ნინო მღებრიშვილისა და მარიანა ბერიძის ნამუშევარი მოხვდა. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები, როგორც უკრაინიდან, საქართველოდან, ასევე ამსტერდამიდან, საუდის არაბეთიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ისრაელიდან, ბელორუსიიდან და ა.შ.

 

მზია ლეკვეიშვილის ფოტო;

 

ოლიკო ცისკარიშვილის ფოტო;

ოლიკო ცისკარიშვილის ფოტო.

 

 

წყარო:http://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/6746-ori-qarthveli-fotografi-saerthashoriso-konkurs-qplanetis-bavshvebisq-gamarjvebuli-gakhda.html

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია