საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
2016/06/01 21:15:46

სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ოთარ დანელიამ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს, წყნეთში მცხოვრებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების  შვილებს უმასპინძლა.


სამინისტროს ეზოში სპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყო.  ოთარ დანელიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

სტუმრად მისულ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ენახათ თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ილუზიონისტის არაჩვეულებრივი შოუ, მიეღოთ პრიზები და საჩუქრები.


ღონისძიების დასასრულს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბავშვებთან ერთად უზარმაზარი ტორტი საზეიმოდ დაჭრა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია