დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როსტომ ჩხეიძემ ქუთაისელ მოსწავლეებს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე საჯარო ლექცია წაუკითხა
2016/05/30 21:13:52

ქუთაისის ან.რაზმაძის სახელობის N41–ე საჯარო ფიზიკამათემატიკის სკოლას მწერალი როსტომ ჩხეიძე სტუმრობდა. მან მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ.


წლების წინ გამოსულ წიგნსთუ საწუთრომან დამამხოს“, რომელშიც ძალზე საინტერესოდ წარმოჩინდა ზვიად გამსახურდიას სახე და ბედისწერა, დაემატა ბოლო წლებში მისი სიკვდილის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებულიო მასალები, რის გამოც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, წიგნის შევსებული გამოცემა მოითხოვა. ცოტა ხნის წინ კი მზის სინათლე იხილა რომანმაეკლის გვირგვინი“.


ლექცია, რა თქმა უნდა, ძალზე საინტერესო იყო. სიტყვით გამოვიდნენ: მწერალი _ ელგუჯა თავბერიძე, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი _ ნინო ვახანია, მასწავლებელი – ნესტან მჟავანაძე, სტუმარი – მეგი კაკაბაძე. ბატრონმა როსტომმა უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.  

 

მეორე დღეს, ბატონ როსტომ ჩხეიძესთან ერთად, გელათს ესტუმრნენ XI კლასის მოსწავლეები.


ბატონი მერაბ კეზევაძის ლექციამგელათის ქვეყანადა მონასტრისა და მისი შემოგარენის სულ სხვაგვარმა დათვალიერებამ, ეს დღე მართლაც რომ დაუვიწყარი გახადა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია