დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ღია კარის დღე" საქართველოს მუზეუმებში
2016/05/17 22:42:41

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა (შესვლა უფასოა). დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.



18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება!


 

სსიპ მუზეუმების მიერ 2016 წლის 18 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები


1. სსიპ - „ საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ 

  • 18 მაისი 18:00 საათი – გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937”; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი


2. სსიპ - „დავით ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა და ქართველ-ებრაელთა  ისტორიის მუზეუმი“

  • 11:00 – 17:00 საათი - მუზეუმის ახალი ექსპონატების - XVI-XVII სს. ქართული დასურათხატებული ფსალმუნის ასლების, ხა არონ ქოენის (ისრაელი) ნამუშევრის „ქოენის გამოსახულება“ (ფერწერა ტყავზე), თბილისისა და ქუთაისის სინაგოგის შემოწირულობანი (რიტუალური არტეფაქტები), ნათელა პატარკაციშვილისა და მიხეილ პატარკაციშვილის შემოწირულობა (ხანუქეა, მაგენ-დავითი და იერუსალიმის გამოსახულება), სიმონ გირკელიძის ნამუშევრები, ანატოლი შმუელ შელესტის (ისრაელი) ნამუშევრები (გრაფიკა), „ებრაული სახლის“ შემოწირულობა (ნაქარგობანი), მარკ შავიტის შემოწირულობა (მინიატურული ქანდაკება) - ექსპონირება საგამოფენო დარბაზში
  • 15:00 - 16:00 საათი - საქართველოს სახალხო მხატვრის - ჯემალ ხუციშვილის ნახატების გამოფენის გახსნა (მუზეუმის საკონფერენციო-საექსპოზიციო დარბაზში)
  • 16:00 - 17:00 საათი - კლასიკური მუსიკის კონცერტი - მე-6 სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით


3. სსიპ - "აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი"

  • 18 მაისი - 12:30 საათი - სპეციალური ტური აბრეშუმის მუზეუმსა და მის შემოგარენში „რას მოგვითხრობს გარესამყარო მუზეუმის შესახებ“.
  • 15:00 საათი - თამაში სითი გეიმის პრინციპებით მუზეუმსა და მის შემოგარენში "აბრეშუმის საიდუმლო". მონაწილეთა ასაკი: 18-35 წელი. მონაწილეთა რაოდენობა - 20
  • 18:00 საათი - სტუდენტთა ფოტოგამოფენის გახსნა.


5. სსიპ - "საქართველოს  თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი"

  • თანამედროვე მართმადიდებლური ხატების გამოფენის გახსნა


6. სსიპ - "თელავის ისტორიული მუზეუმი"

  • 11:00 - 12:00 საათი - თელავის ისტორიულ მუზეუმში არსებულ ეტაპზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობა და საუბარი მუზეუმის სამომავლო პერსპექტივებზე. მუზეუმის დირექტორი - გურამ ურჩუხიშვილი
  • 12:00 - 12:30 საათი - კოლექციონერ ქეთევან იაშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი თელავის ისტორიულ მუზეუმის ტერიტორიაზე სამხატვრო გალერეის დაარსებაში.
  • 12:30 - 13:00 საათი - თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული უნიკალური ფოტომასალები. ფოტოფონდის მცველი - ნანა თორაძე


7. სსიპ - "გიორგი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი"

  • 18 მაისი, 18:00 საათი - ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება ლევან ხარანაულის გრაფიკული ნამუშევრების („დონ-კიხოტისა“ და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების ილუსტრაციები) გამოფენა


8. სსიპ - "ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი"

  • 18 მაისი, 14:00 საათი - ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი ეხმიანება ICOM-ის თემას"მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები" და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად  აწყობს გამოფენას - "ჩემი ქვეყნის ლანდშაფტები"


9. სსიპ - „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“

  • 18 მაისი, 14:00 საათი - ,"რუსთაველის დღეები" - გამოფენის გახსნა, მუზემში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ ილუსტრაციებისა და საზოგადოებისათვის უცნობი მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული პოემის შარჟების გამოფენა, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით
  • 15:00 - 21:00 საათი - ,,სასახლის ფერები“ - გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდის სამხატვრო და საჯარო სკოლებთან სხვადასხვა დროს განხორციელებილი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენა. მოსწავლეების მიერ ისტორიულ გარემოში, სასახლის ეზოსა თუ საგამოფენო სივრცეში შექმნილი ნახატების გამოფენა-გაყიდვა


10. სსიპ - "ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი"

  • 18 მაისი, 15:00 საათი - ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმში მოეწყობა ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის გამოფენა სახელწოდებით „სტალინური ეპოქის არქიტექტურა“


11. სსიპ - "ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი"
18 - 19 მაისი

  • 14:00 საათი - ქარავან არტ ფორუმი 2016 (თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ფესტივალის ფარგლებში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყობა კონფერენცია - ურბანისტული პეიზაჟები
  • მოეწყობა ღვაწლმოსილ მეცნიერ-თანამშრომელთა დაჯილდოება
  • 15:00 საათი - მუზეუმის სამეცნიერო შრომების კრებულის (XIV-XXV) პრეზენტაცია


12. სსიპ - "ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი"

  • 18 მაისი - მუსიკალური საღამო


13. სსიპ - "იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი"

  • ლექცია-საუბრები - მუზეუმების მნიშვნელობის წარმოჩენაზე, როგორც პლატფორმის, რომელიც კულტურული ცხოვრების გამდიდრების, ხალხთა შორის კომუნიკაციის, კულტურათა გაცვლისა და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებაზე.
  • მუზეუმში გაიმართება გამოფენა "საჩუქრები მუზეუმს" სხვადასხვა ტიპის კულტურული აქციები. მუზეუმი მიიღებს და უმასპინძლებს ექსკურსიებს.


14. სსიპ - "ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი"

  • 18 მაისი, 12:00 საათი - ახალი პროექტის პრეზენტაცია: "ქვაში შეჩრებული ისტორია". (პრეზენტაციის საინფორმაციო მხარდამჭერებია: სამაუწყებლო კომპანია "მე-9 ტალღა" და ინტერნეტპორტალი "ნიკოლაძის გზით"). პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების, შენობა-ნაგებობების ისტორიის ადგილზე გაცნობას, ლესცია-ექსკურსიის ჩატარებას.


15. სსიპ - "გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი"

  • მუზეუმში დაცული გალაკტიონის პოეზიის საღამოების ამსახველი აფიშების გამოფენა
  • 15:00 - 15:30 საათი - კონფერენცია თემაზე "მუზეუმის როლი საგანმანათლებლო სივრცეში"
  • 15:30 - 16:20 საათი - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "პოეზია-უპირველეს ყოვლისა!" - ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ლიტერატურულ-მუსიკალური გაერთიანება "პარნასი"-ის მონაწილეობით.


16. სსიპ - "მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი"

  • 14:00 საათი - მუზეუმის ხატვის წრის მოსწავლეთა ნახატებისა და ხალიჩის ქსოვის ტრადიციის შემსწავლელი წრისმოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
  • მთელი დღის განმავლობაში მუზეუმში შესვლა და ექსპოზიციის დათვალიერება იქნება უფასო


17. სსიპ - "აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი"

  • 18 მაისს, მუზეუმი მნახველებს 20:00 სთ-მდე უფასოდმოემსახურება. სხვიტორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდება მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,ჩემი ხატია სამშობლო".                                                     
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია