დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერთის რეგიონი საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის მოლოდინშია
2016/05/17 00:15:21
17-18 მაისს იმერეთს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვევა.

17 მაისს პრეზიდენტი ჯერ ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, ხოლო შემდეგ კი - 18:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.
იმავე საღამოს გიორგი მარგველაშვილი სამეფო რეზიდენციას დაათვალიერებს.


18 მაისს დილით საქართველოს პრეზიდენტი  გელათის აკადემიას ესტუმრება, შემდეგ -  ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავ. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც შედგება.

ამ ორდღიანი ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი დაათვალიერებს ასევე ქართული სამოსის გამოფენას და საღამოს ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩსაც დაესწრება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია