დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი ებრაელის დაფინანსებით ლახამულელმა მოსწავლეებმა ექსკურსია მოაწყვეს
2016/05/16 03:13:27

ორიოდე თვის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა ექსკურსია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლახამულა ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც შიგა მიგრაციული პროცესებსის გამო ნელ-ნელა იცლება. საჯარო სკოლაში 30-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს და მათ შორის უმეტესობა ან ობოლია, ან _ სოციალურად შეჭირვებული.


 ექსკურსია მთლიანად დააფინანსა ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ებრაელმა მანანა არონაშვილმა. მისი თანადგომით ლახამულელმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა, სათაფლია და ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლ „იისფერასაც“ დაესწრნენ.


 თოჯინების თეატრის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ: „14 მაისს თოჯინების თეატრის სტუმრები იყვნენ მესტიის რაიონის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეები. თეატრში სტუმრობის ორგანიზება მოხდა პედაგოგის ლალი მარგიანის,კვირის პალიტრის ჟურნალისტის როლანდ ხოჯანაშვილის  და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელის, მანანა არონაშვილის დაფინანსებით. სტუმრებმა ნახეს გივი ჭიჭინაძის პიესა ,,იისფერა". თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ ბავშვებს გააცნო თოჯინების თეატრის ისტორია და სპეციფიკა.“


მანანა არონაშვილს ქუთაისის თოჯინების თეატრთან დიდი ხნის ოჯახური თანამშრომლობის ისტორია აქვს. ქალბატონი მანანა პერიოდულად საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევს.


როგორც პედაგოგმა ლალი მარგიანმა განაცხადა, ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და მას მხოლოდ დადებითი ეფექტი გააჩნია ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად.


 

ელისო ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია