დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გეგუთში თამარობა აღნიშნეს
2016/05/15 11:34:00

გეგუთში თამარობა აღნიშნეს! 14 მაისს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხული ქართველთა უძლეველი მეფის -თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

 


მეფე თამარი, პირველი ქალი მეფე იყო საქართველოს ისტორიისა, შთამომავალი უძეოდ მყოფი მეფე გიორგი მესამისა, მამამ სიცოცხლეშივე (1179 წელს)_ თანამოსაყდრედ აკურთხა მისი ერთადერთი ასული. ამ პერიოდიდან მამა-შვილი ერთობლივად მართავდა სამეფოს.


უამრავი ისტორული წყარო, ლეგენდა, თქმულება პროზა თუ პოეზია ქართულ სალიტერატურო თუ სამეცნიერო სივრცეში სწორედ მის დიდებაზე, სილამაზეზე, სიმტკიცეზე, უძლეველობაზე და ქრისტიანული რწმენის აღზევებაზე მეტყველებს. საქართველოს ისტორიის ოქროს ხანად წოდებული მე-12 საუკუნის უბადლო მეფე თამარი თავად ნადირობდა, ლაშქრობაში დაჰყვებოდა ჯარს. 


გეგუთის ციხე-დარბაზს, რომელიც მეფეთა სანადირო დასასვენებელი იყო ზამთრის პერიოდში, ხშირად სტუმრობდა მეფე თამარი. თამარის გარდა აღმაშენებელიც ისვენებდა ხოლმე გეგუთის ციხე-დარბაზში, თუმცა ისტორიას მაინც თამარის ციხედ შემორჩა, რადგან მისი მეფობის დროს აღზევდა და დასრულდა ეს საერო ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუში.


ბოლო პერიოდში, ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრები მიმდინარებოდა. გეგუთის მუზეუმ- ნაკრძალის მმართველი, როლანდ ისაკაძე, უშუალო მონაწილეა ამ პროცესების და მისი თქმით, თუ აქამდე ვიცოდით, რომ გეგუთის ციხე-სიმაგრე იყო მე-8 საუკუნის, ამ არქეოლოგური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის მე-4 საუკუნის ძეგლი „ახლა ვიცით, რომ თერთმეტჯერ დაინგრა აქაურობა. ეს ციხე იცავდა ქუთიასისკენ მიმავალ სამდინარო გზას. თუ მტერს რიონით მოუნდებოდა ქუთაისში შესვლა, ეს ციხე აკავებდა. შემდეგ გახდა სამეფო რეზიდენცია დავითის და თამარის ეპოქაში'' - განაცხადა როლანდ ისაკაძემ. 


თამარობის დღესასწაული დღეს გეგუთში აღინიშნა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ დღეს, ასე მასშტაბურად, გეგუთში 1990 წლის შემდეგ ზეიმობენ. გამგებლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის სოფელ გეგუთში - გრიგოლ სანებლიძის თქმით, ყოველ 14 მაისს გეგუთში იმართება დოღი, სხვადასხვა სპორტული ღონისძებები და კულტურული წარმოდგენები. 


„ წელს დოღში მონაწილეობდა ათი გუნდი. გეგუთელი სპორტსმენის, საქართველოს ჩემპიონის ცხენოსნობაში - არველოდი კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი უკვე მეშვიდედ იმართება თამარობის დღესასწულზე. წელს ამ ჩემპიონატზე ათამდე რაიონი ჩამოვიდა. გამოვლინდა გამარჯვებული სოფელ ქვიტირიდან. მეორე ადგილზე გავიდა ვანის წარმოამდგენელი და მესამეზე გეგუთი,“ - გვითხრა გრიგოლ სანებლიძემ.


კულტურული ღონისძიება გეგუთის ბიბლიოთეკამ, კულტურის სახლმა და გეგუთის #1 საჯარო სკოლამ თამარის ციხეზე, ღია ცის ქვეშ, ერთობლივად წარმოადგინა. აღინიშნა, რომ წელს სამწუხაროდ, თამარობის დღესასწული გეგუთის კულტურის სახლის მმართველის -ლია ხოტივარის გარეშე იზეიმეს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აწ გარდაცვლილი ლია ხოტივარი ამ დღესასწაულის ერთ-ერთი სულიჩამდგმელი და გამცოცხლებელი იყო სოფელში.

 
გეგუთში „თამარობას“ ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ მესხი, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, გამგეობის ადმნისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ ნადარეიშვილი, ა.ა.ი.პ. წყალტუბოს კულტურისა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი სიმონ კუჭავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
ახალგაზრდებმა დღესასწაულზე თეატრალიზებული წარმოდგენა აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას, იმღერეს პატრიოტული სიმღერები, იცეკვეს ქართული ნაციონალური ცეკვები და 26-ჯერ მიულოცეს თამარის ციხიდან ეს დიდი დღესასწაული სრულიად საქართველოს. 


აღსანიშნავია, რომ სულ მალე გეგუთის ციხე ნაკრძალი ტერიტორიაზე და მის გარშემო შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო მოეწყობა, რის დადგმარებაშიც ჩართულია იტალიის ფერარას უნივერსიტეტი. არქეოლოგ როლანდ ისაკაძის თქმით, ამ გეგმას უახლოეს პერიოდში მოგვაწვდიან.

 

„წლის ბოლომდე გვექნება იტალიიდან ფერარას უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ დაწერილი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო ინფრასტრუქტურ მოწყობაზე. აქ დაახლოებით რეგისტრირებულია ჰექტარნახევარი ფართობი მიწა , ისინი მოგვიტანენ პროექტს სად უნდა იყოს პარკინგი, ატრაქციონი, კარვების გასაშლელი ადგილი, კაფეები, ეს ადგილი უნდა იყოს დასავლეთ საქართვლოში ტურისტის მიმღები და გამანაწილებელი“ - განაცხადა გეგუთს მუზეუმ- ნაკრძალის მმართველმა. მანვე გვანახა ახლახანს არქეოლოგიური გართხების შედეგად ნაპოვნი მოჭიქული ჭურჭელი და სხვა ნივთები, რომელიც მალე ამ ტერიტორიაზე შესაბამის გარემოში დაიდებს ბინას.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია