დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკა ბესელია: "გადი აქედან ჩიორა დროზე, სანამ ჩიორა ხარ, მართლა“ (video)
2016/05/12 19:53:45

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ სხდომის ჩაშლის პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს დააკისრა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილს ბოდიში მოუხადა.


ჩიორა თაქთაქიშვილი ეკა ბესელიას სხდომის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ბესელიამ თაქთაქიშვილს სხდომის დატოვება მოსთხოვა.

 

„გაიყვანეთ ქალბატონი ჩიორა აქედან. გაძევებულია სხდომიდან. ძალიან სასაცილო ხარ ჩიორა. ამ მასკარადისთვის ქალბატონმა ჩიორამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომელმაც არც ეთიკა იცის და არც რეგლამენტი. ნუ ატლიკინებ ენას. გადი აქედან ჩიორა დროზე, სანამ ჩიორა ხარ, მართლა“, – მიმართა ბესელიამ თაქთაქიშვილს.

 

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშზე მსჯელობდნენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის საქმიანობას ეხება.

 

სხდომაზე აღნიშნულ ანგარიშს საია-ს ხელმძღვანელობა წარადგენდა.

https://www.youtube.com/watch?v=byTWZD6ptrc

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია