დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდა
2016/05/11 20:37:38

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები გაშენდა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიგეგმა.

 

ქართული ვაზის გაშენების პროცესს დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და მუზეუმის ადმინისტრაცია.

 

მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელი ვაზის წამყვანი ჯიშები დაირგო.

 

პროექტის ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრებისათვის ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციაა.

 

ამავდროულად,  სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ჯიღაურას კვლევით ბაზაზე არსებული საკოლექციო ვენახების 100-ზე მეტი დასახელების უნიკალური ვაზის ჯიშები რომელიც ცენტრის მიერ იქნა აღდგენილი და გაშენებული დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც  დაირგო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია