დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების გრანდიოზულ პროექტს იწყებს
2016/05/11 20:26:13

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითრების პროექტთან დაკავშირებით ჩინური დელეგაცია ეწვია.


საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისება ორ ქვეყანას შორის წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ ერთერთი მიმართულებაა და მას ჩინეთის სოფლის მეურნეობის განხრით არსებული სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება - „ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ტექნოლოგიური ინოვაციების და მეწარმეობის კავშირი“ უზრუნველყოფს.


აღნიშნული ჯგუფიდან სამეცნიერო კვლევით ცენტრში 10 კაციანი დელეგაცია ლი თონგპინის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. სტუმრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა.


შეხვედრის მიზანი პროექტში არსებული სამეცნიერო საქმიანობების დაგეგმარება იყო. მხარეები შეთანხმდნენ პროექტის 5 საფეხურზე რაც ითვალისწინებს: საქართველოში არსებული ჩაის აღდგენას, ახალი ჩაის ბაღების გაშენებას, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების ახალი ტექნოლიგიების დანერგვას და სხვა რიგ სამეცნიერო საქმიანობებს.


 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ მხარეს შორის სასტუმრო პრეფერენს ჰუალინგში გაფორმდება შეთანხმება „საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექს პროექტის“ შესახებ. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია