საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"მწვანე მუშტი" ჩინური კომპანიის წინააღმდეგ,რომელიც ზემო სვანეთში "ოქროს მოპოვებას" იწყებს
2016/05/11 12:30:49

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მესტიის რაიონ წვირმის თემში, კონკრეტულად სოფელ იელში, ჩინურმა კომპანიამ დაიწყო ოქროს მოპოვებითი სამუშაოების წარმოება მდინარე ენგურზე. სოფელში ტექნიკა შეიყვანეს ღამით უშიშროების თანამშრომელთა თანხლებით, სამუშაოები მიმდინარეობს განუწყვეტლივ 24 საათიან რეჟიმში, გადათხრილია მთლიანად სოფლის მიმდებარე ტერიტორია, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: რადგან არ მოხდა მათი ინფორმირება. კომპანიამ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მათ ჰქონდათ ნებართვა სამუშაოების ჩასატარებლად სოფელ იელში.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "მწვანე მუშტი" პროტესტს გამოხატავს და აცხადებს: ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს დამოვითხოვეთ ადგილზე გადაემოწმებინათ, ჰქონდა თუ არა რეალურად კომპანიას ლიცენზია ოქროს მოპოვებითი სამუშაოების საწარმოებლად, შესაბამისად მივიღეთ დაპირება სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებიდან მათი წარმომადგენლების გაგზავნისა,თუმცა დღეს გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტოდან ადგილზე არ მომხდარა საკითხის შესწავლა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ რეესტრში ინფორმაციის გადამოწმების შედეგად მოგვაწოდა ცნობა რომ არსებობს 15 წლიანი ლიცენზია კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე, (მესტიის რ-ნი) რომელიც გაცემულია 2005 წელს . ლიცეზიის მფლობელია საზოგადოება ოპტიკალ სისტემს, ინკ, აშშ. კომპანიის დირექტორი და მფლობელი – ლინა მა, ჩინეთი,განმცხადებელია ვლადიმერ ფანგანი.

 

ამ წუთებში, ზემო სვანეთის სხვადასხვა თემიდან სოფელ იელში მობილიზებულია მოსახლეობა, ისინი ითხოვენ სასწარაფო წესით სამუშაოების გაჩერებასა და რეაგირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უშუალოდ პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებისგან . წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო დემონსტრაცია მიიღებს პერმანენტულ სახეს, რადგან როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან პროექტის სამოქმედო არეალი გაცილებით მასშტაბურია და მოიცავს მთლიანად ენგურის ხეობას და მიმდებრე თემებს.

 

ჩვენ, მოძრაობა“ მწვანე მუშტი„ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მოსახეობის მოთხოვნას და უმოკლეს ვადაში მოვითხოვთ სამუშაოების გაჩერებას სოფელ იელში, ასევე ვაპირებთ საპროტესტო კამპანიის წამოწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია