დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბ ჟორდანია ქუთაისის "ტორპედო"-ში ინვესტიციის ჩადებას გეგმავს
2016/05/11 04:32:19

მერაბ ჟორდანია Sportall.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მან ქუთაისის "ტორპედო" შეიძინოს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

 

"მეგობრებო, მოგესალმებით. 

ვადასტურებ, რომ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ მქონდა საქმიანი საუბრები კლუბის მესვურებთან და მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო. 



ქუთაისის "ტორპედო" - ეს ის გუნდია, რომლის მაისურითაც მე არაერთი შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ჯერ კიდევ შარშან განვაცხადე, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის შევეცდებოდი, ამ გუნდისთვის მაქსიმალური დახმარება გამეწია. 



აქვე ვადასტურებ, რომ დახმარების წინადადებით მე ჩემი მშობლიური გუნდის, ლანჩხუთის "გურიის" წარმომადგენლებმაც მომმართეს. 



ვიმეორებ: ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მზად ვარ, ვიყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი", - ნათქვამია განცხადებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია